"მგზავრის წერილები" – გზა ვლადიკავკასიდან თბილისამდე
ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილების" სრული სათაურია– "მგზავრის წერილები, გზა ვლადიკავკასიდამ თბილისამდე". რას გრძნობს ავტორი, ბრუნდება რა სამშობლოში , ეს ძალიან კარგადაა გადმოცემული თავად ნაწარმოებში. უფრო კარგად გავიაზრებთ ამ გზის მნიშვნელობას, თუ გავიგებთ, რომელ გზას ეწოდება "საქართველოს სამხედრო გზა"? როდის დაიწყო მისი გაყვანა? რა მონაკვეთებს მოიცავს ? ცოტა რამ საქართველოს სამხედრო გზის შესახებ:
საქართველოს სამხედრო გზა სახელწოდებაა ისტორიული გზისა, რომელიც გადის კავკასიონის მთავარ ქედზე და აერთებს თბილისსა და ვლადიკავკაზს.
გზის სიგრძე 208 კმ-ია. იგი მიემართება მტკვრისა და არაგვის ხეობებში, გადის ჯვრის უღელტეხილზე (2384 მ), მიუყვება ბაიდარის ხეობას, შემდეგ დარიალის ხეობაში გადაკვეთს კავკასიონის გვერდით ქედს და ეშვება თერგის ხეობაში ვლადიკავკაზისაკენ. საქართველოს სამხედრო გზა გადის საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, სადაც მდებარეობს საკონტროლო-გამშვები პუნქტები: ზემო ლარსი და ყაზბეგი.
გზის მშენებლობა დაიწყეს გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ, 1783 წელს, გზის მშენებლობა ტრაქტატით იყო გათვალისწინებული, მფარველი რუსეთი ამით უკავშირდებოდა საქართველოს. ამავე დროს დაიწყო ვლადიკავკაზის ციხე-სიმაგრის მშენებლობა. ახალი გზა გაყვანილ იქნა ძველი ისტორიული გზის გასწვრივ, რომელიც დარიალის ხეობით უკავშირებდა ჩრდილოეთ კავკასიას სამხრეთთან.
მუდმივი მიმოსვლა გზაზე გაიხსნა 1799 წელს. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801), დაიწყო ახალი გაუმჯობესებული სამხედრო გზის მშენებლობა. საქართველოს სამხედრო გზას, პოლიტიკური და სამხედრო დანიშნულების გარდა, დიდი ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობაც ჰქონდა. სხვადასხვა დროს ამ გზაზე გაუვლიათ ა.გრიბოედოვს, ა.პუშკინს, ვ.მაიაკოვსკის და სხვა ცნობილ მოღვაწეებს.
ამ სტატიაში განლაგებული ყველა სურათი წარმოდგენას შეგვიქმნის,როგორ გამოიყურებოდა ეს მონაკვეთი ილიას მგზავრობისას.რას ხედავდა მწერალი.
ქვემოთ მოყვანილ სურათზე კი დაბა ყაზბეგთან ერთად მყინვარწვერიც მოჩანს, რომელიც ილიამ გოეთეს შეადარა და იქვე დასძინა , რომ მას მძვინვარე და ბაირონვით მოუსვენარი თერგი ურჩევნია.სხვათა შორის, ავტორი ადარებს რა მყინვარს გოეტეს და თერგს–ბაურონს, უთუოდ მათი ცხოვრება ჰქონდა მხედველობაში და არა მათი შემოქმედება. (ძნელია, "ფაუსტის" ავტორს, გოეთეს, უკარებლობა და მძვნვარება დაუწუნო). ესეც თერგი, მუდამ მოუსვენარი და დაუდგრომელი.
"მგზავრის წერილებში" ილია თერგისა და მყინვარის მხატვრული სახეებით, მათი შედარებითა და დაპირისპირებით აყალიბებს თავისი ცხოვრებისა და შემოქმედების ძირითად პრინციპს, რომელიც ამგვარადაა ფორმულირებული: "მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის... ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მომცემი". სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო ქართველობა ილიას აზრით: აქტიური, ფხიზელი, ზნეობრივი პოზიციით. და არა ისეთი, როგორსაც ხედავდა მაშინ– ღირსებააყრილს, მოდუნებული მაჯისცემით, ჩაგრულსა და მონობას შეგუებულს. ამავე შინაარსს გამოხატავს ილიას ერთ–ერთი პერსონაჟის, ოთარაანთ ქვრივის სიტყვები: " თუ წუთისოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გადაგთელავს , როგორც დიდოელი ლეკი– ნაბადსაო". ამ ფიქრებით ილია უახლოვდებოდა სამშობლოს. უნდა შეხვედროდა პირისპირ მწარე რეალობას, რუსეთის ჩექმის ქვეშ გათელილი მშობლიურ მიწას ... წინ დიდი ბრძოლა, ერის გამოფხიზლება და ეკლიანი გზა ელოდა, ეს გზა, გზა ვლადიკავკასიდამ თბილისამდე მოგვიანებით თბილისიდან წიწამურამდე გაგრძელდება და იქ დასრულდება... დასრულდება დიდი ადამიანის დიდი გზა... კვალი კი წარუშლელია... მოდიოდა ილია სამშობლოში და უყურებდა თერგის მოძრაობას, ნატრობდა ნეტავ ასეთი სიცოცხლე და მოძრაობა ჩემს ქვეყანაშიც მანახაო. მაშინ ილია ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ მდინარის სახელი ერთ–ერთ ტერმინს დაედებოდა საფუძვლად, ისე კი ჰქონდა რაღაც ეჭვი გულში: "თერგდალეულობაზე" ხომ ნაწარმოებში საუბრობს. "თერგდალეულობა" თერგის გადალახვით სამშობლოში დაბრუნებას ნიშნავს.(და არა მარტო ამას, მოგვიანებით ამ ტერმინმა გააერთიანა ზოგადად უცხოეთში ნაცხოვრები და ნასწავლი, პროგრესული იდეების მატარებელი ყველა ახალგაზრდა). იმ დროის საქართველოში "თერგდალეულებს" ეჭვით, შიშით და უნდობლობით უყურებდნენ.
четверг, 17 ноября 2011 г.
среда, 19 октября 2011 г.
вторник, 18 октября 2011 г.
პროექტი
1. | პროექტის სახელწოდება: | ლადო ასათიანი. | |
2. | პროექტის მთავარი იდეა: | მოსწავლეები დაწვრილებით გაეცნობიან ლადო ასათიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობას; უფრო მეტს გაიგებენ თანამემამულე პოეტის შესახებ. | |
3. | პროექტის აქტუალობა: | მოსწავლეები ისწავლიან ვიდეო და ფოტო მასალის მოძიებას; ინტერნეტში მუშაობას; მწერლის შესახებ გაიგებენ ყველაფერს, რაც არ იცოდნენ; კვლევის შემდეგ დაათვალიერებენ ლადო ასათიანის სახლ–მუზეუმს ბარდნალაში; პოეტის ცხოვრების გზა ნათელი მაგალითი იქნება მათთვის,თუ როგორ უნდა იცხოვროს სამშობლოს სიყვარულით გულანთებულმა ადამიანმა. | |
4. | პროექტის მიზნები: | მოსწავლეები დაინტერესდნენ ლადო ასათიანის ცხოვრებითა და მოღვაწეობით; ისწავლონ ლადოს ლექსები გამომეტყველებით; ისწავლონ ინტერნეტში მასალის მოძიება; გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი; მიეჩვიონ ლიტერატურული წყაროების გამოყენებას; გამოუმუშავდეთ ურთიერთთანამშრომლობის უნარი. | |
5. | მონაწილეთა ასაკი: | მე–7, მე–8 კლასის მოსწავლეები. | |
6. | ვადები/ხანგრძლივობა: | ერთი თვე. | |
7. | მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: | ლადო ასთიანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლის შემდეგ მოსწავლეებს შესაძლოა გაუჩნდეთ სურვილი, გააკეთონ ჩანახატები, შექმნან ესეები; გამოუშვან კედლის გაზეთი; გამოუმუშავდებათ დამოუკიდებლად კითხვის და მასალის მოძიების,პრეზენტაციის,ჯგუფური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;გაიმდიდრებენ ლექიკურ მარაგს;ისწავლიან უფროსი თაობისაგან ინფორმაციის მოპოვებას; უკეთ გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. | |
8. | ძირითადი რესურსები: | ლიტერატურული წყაროები, კომპიუტერი, ლადო ასათიანის სხვადასხვა გამოცემები,ადამიანები,რომლებიც მიაწვდიან ზეპირ ინფორმაციებს პოეტის შესახებ,ლადო ასათიანის სახლ–მუზეუმი, ფოტო–აპარატი,რვეული და თაბახის ფურცლები. | |
9. | საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: | ლიტერატურა: საკომუნიკაციო,მოსმენის, წერის,დამოუკიდებლად აზროვნების, მხატვრული კითხვის უნარის გამომუშავება; ხელოვნება: ლადო ასათიანის ლექსების მიხედვით შეასრულებენ ნახატებს,ასევე შეასრულებენ ლადოს ლექსებზე დაწერილ სიმღერებს,გაეცნობიან ლადოს შემოქმედებაზე შექმნილ ფერწერულ ტილოებს. ისტ–ი: ინტერნეტის გამოყენებით მოიძიებენ მასალებს,ატირთავენ სურათებს ვებ გალერეაში. გეოგრაფია: უკეთ გაეცნობიან თაიანთ კუთხეს ლეჩხუმს. რუკაზე მუშაობისას ნახავენ სად არის ბარდნალა,თავიანთი სოფლიდან რომელ მხარეს და ა.შ. | |
10. | პროექტის მსლელობა: | 1.პროექტში მონაწილე ბავშების რეგისტრაცია; 2.ბავშვებს დავყოფ 3 ჯგუფად; 3.პირველ ჯგუფს ვავალებ ფოტომასალების მოპოვებას და გაფორმებას,სტენდის გაკეთებას; 4.მეორე ჯგუფთან ერთად ვადგენთ საორიენტაციო კითხვებს,რომლებიც დაგვეხმარება ლადო ასათიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესასწავლად; 5.მესამე ჯგუფს ვავალებ მოიპოვონ ინფორმაციები ლადო ასათიანის შესახებ უფროსი თაობისაგან; 6.მეოთხე ჯგუფი ჩემთან ერთად დაუკაშირდება მძღოლს, რომელიც ექსკურსიაზე წაიყვანს ბავშვებს, შევეცდებით,მოვიპოვოთ ექსკურსიისთვის საჭირო რესურსები; 7.მოსწავლეები თვითონ აირჩევენ პრეზენტატორს, რომელიც საბოლოო სახით წარმოადგენს პრეზენტაციას; 8.ბოლოს ვახდენ პრეზენტაციის შეფასებას წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით. | |
11. | პროექტის ხელმძღვანელი: | მასწავლებელი:ლეილა ფრუიძე | |
12. | ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: | leilafruidze@gmail.com |
აკაკი წერეთელი (ბიოგრაფიული მონაცემები)
აკაკი როსტომის ძე წერეთელი (1840_1915), დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა ― ეკატერინე აბაშიძე ― იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.
•
ბიოგრაფია
განათლება აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.
სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა
სტუდენტობის წლებშივე ჩამოყალიბდა აკაკი წერეთლის პროგრესული ესთეტიკური აზროვნება, რომელიც მის პირველსავე ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებში გამოვლინდა. პოლემიკური ხასიათის "ახირებული ფურცელი" (ჟურნ. "ცისკარი", 1862, N 5) "მამათა" კონსერვატორული ბანაკის წინააღმდეგ იყო მიმართული (საქართველოს ისტორიაში ეს დაპირისპირება ""მამებისა" და "შვილების" ბრძოლის" სახელით არის ცნობილი). განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მის საპროგრამო წერილს «რამოდენიმე სიტყვა "ჩანგურის" შესახებ» (ჟურნ. "ცისკარი", 1865, N 9), რომელშიც ავტორი მკაცრად გმობდა "წმინდა ხელოვნების" პრინციპებს, სახავდა ქართულ დემოკრატიულ მწერლობის მიზნებსა და ამოცანებს, მოითხოვდა ობიექტური სინამდვილის, ქართულ საზოგადოებრივ-ეროვნული ცხოვრების საჭირბოროტო მოვლენების რეალისტურ ასახვას. ეს მოწინავე თვალსაზრისი შემდგომში მკაფიოდ გამოვლინდა პოეტის ლექსებშიც ― "პოეტი" (1886), "ჩანგური" (1871) და სხვ.
ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის "აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს "ხუმარა", რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძონებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.
წერეთელი ავტორია არაერთი შესანიშნავი სატრფიალო ლექსისა, რომლებმაც ფართო პოპულარობა მოიპოვა: "ალექსანდრა" (1860), "ციცინათელა" (1869), "მუხამბაზი", "რომ იცოდე ჩემი გულის დარდები"... (1876), "ქებათა ქება" (1882) და სხვა. მისი პოეტური შთაგონების უმთავრეს მასაზრდოებელ წყაროს უფლებააყრილი სამშობლოს ბედ-იღბალი, მისი აწმყო, წარსული თუ მომავალი, ქართველი ერის ყოფა და მისი მდიდარი სულიერი სამყარო წარმოადგენდა (ლექსები "მუშური" (1861), "სიმღერა მკის დროს", "გლეხის აღსარება" (ორივე 1863), "იმერული ნანინა" (1864), "ჩემო თავო, ბედი არ გიწერია" (1871), "მუხამბაზი" ― "ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე..." (1872), "გოგია მეჩანგურე" (1875), "აღმართ-აღმართ" (1876), "ავადმყოფი" (1880), "გაზაფხული" (1881), "ხანჯალს" (1882), "ამირანი" (1883), "ჭაღარა" (1886),"მუშის ნატვრა"(1890), "ღამის მეხრე", "სატრფოს", "განთიადი" (სამივე 1892), "სულიკო" (1895), "მწყემსის სიმღერა" (1897), "თქვენი ჭირიმე" (1905), "მომაკვდავის ფიქრები" (1911) და სხვა). ქართველი ერის მიძინებული ეროვნული თვითშეგნების აღორძინებაში დიდი როლი შეასრულა აკაკი წერეთლის ისტორიულმა პოემებმა და დრამებმა ― "ბაგრატ დიდი" (1875), "თორნიკე ერისთავი"(1883), "თამარ ცბიერი" (1885), "კიკოლას ნაამბობი" (1889), "პატარა კახი"(1890), "ნათელა" (1897), შესანიშნავმა რომანმა ― "ბაში-აჩუკი" (1895-1896), რომლებშიც ქართველი ხალხის გმირული წარსულის სურათებია გაცოცხლებული.
ბევრმა არ იცის, რომ თავისი მელოდიურობით ცნობილი ქართული სიმღერა '"სულიკო”'-ს სიუჟეტი ითვალისწინებს სამ მეტაფორას (სამი - ღვთიური ციფრია) - ღმერთის სამ ჰიპოსტასს მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა. ეშმაკის და ბოროტი ძალების პროტოტიპი აქ არის ეკალი. ეს სიმღერა ბევრ უცხოელს არა მხოლოდ მელოდიურობით, არამედ მათთვის ცნობილი შინაარსით ხიბლავს.
უდიდესი აღმზრდელობითი მნიშვნელობა ჰქონდა პოემას "გამზრდელი" (1898), რომელშიც ზნეობის პრობლემებია წამოჭრილი; ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოებში "ჩემი თავგადასავალი" (1894-1908) აისახა აკაკი წერეთლის თანამედროვე ეპოქის მრავალი საგულისხმო ფაქტი და მოვლენა.
წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დასტოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.
ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.
აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
ქულები; კრიტერიუმები. | დაბალი (1–4 ქ.) | საშუალო (5–6 ქ.) | კარგი (7–8 ქ.) | საუკეთესო (9–10 ქ.) |
გამართული და სწორი მეტყველება. | ვერ იცავს რთლმეტყველების ელემენტარულ წესებს; უჭირს გამარულად წერა. | იცავს მართლმეტყველების წესებს; მეტნაკლებად გამართულად საუბრობს. | გამართულად საუბრობს;იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს. | გამართულად მეტყველებს;აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს. |
სათქმელის სწორად და ლოგიკურად გადმოცემა; ორიგინალობა. | უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა; შეუძლია მხოლოდ მიმბაძველობა. | სათქმელს გადმოსცემს გასგებად; მინიმალურად ორიგინალურია. | სათქმელს გადმოსცემს ნათლად, საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად საკმარისად ორიგინალურია. | სათქმელს გადმოსცემს ამომწურავად,ნათლად და თანმიმდევრულად; მთლიანად ორიგინალურია. |
ვიზუალური ნაწილი; კონტაქტი აუდიტორიასთან. | მოუწესრიგებელია; ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას. | მოწესრიგებულია; მეტ–ნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტს. | ადეკვატურად იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან დასამყარებლად. | ზუსტად შეესაბამება შინაარსის ყოველ კომპონენტს;წარმატებით იყენებს არავერბალურ საშუალებებს. |
დავალებასთან შესაბამისობა; თვალსაჩინოების გამოყენება. | საერთოდ არ შეესაბამება დავალებას; არ იყენებს თვალსაჩინოებას. | ინსტრუქციათაგან მიჰყვება მხოლოდ ზოგიერთს;ნაწილობრივ იყენებს თვალსაჩინოებას. | მიჰყვება ინსტრუქციებს;იყენებს თვალსაჩინოებას. | დავალება სრულყოფილად არის შესრულებული;მიზნობრივად იყენებს თვალსაჩინოებას. |
მთლიანი შთაბეჭდილება. | მოთხოვნების უმრალესობა არ არის გათვალისწინებული. | მინიმალურად არის მიღწეული მიზანი;გათვალისწინებულია ზოგიერთი მოთხონა. |
ცისკრის ვარსკვლავი
ვენერა(პლანეტა)
ვენერა (ძვ. ქართული სახელწოდება ასპიროზი, მთიები, ხარიპარია, ცისკრის ვარსკვლავი) — მეორე პლანეტაა მზიდან და მას ხშირად დედამიწის დობილს უწოდებენ, ვინაიდან ორივე ციური სხეული ერთმანეთს საკმაოდ ემსგავსება სიდიდითა და შემადგენლობით. პლანეტას რომაელი სიყვარულის ქალღმერთის ვენერას სახელი ჰქვია.
ვენერას ზედსართავი სახელი "ვენერიულია", თუმცა მისი ამგვარი ფორმით გამოყენებისგან თავს იკავებენ, ამ სიტყვის თანამედროვე ტერმინოლოგიაში სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან ასოციაციის გამო. ამის ნაცვლად ზოგიერთი ასტრონომი იყენებს ზედსართავს "სითერიული", რომელიც მომდინარეობს "სითერეა"-დან, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აფროდიტეს ალტერნატიული სახელი.
ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ ლითონის ვარსკვლავად (金星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით.
ვენერა დედამიწას ყველა სხვა პლანეტაზე მეტად უახლოვდება ხოლმე. ეძახიან ”მწუხრის ვარსკვლავსაც”” და ”ცისკრის ვარსკვლავსაც””, რადგან მისი დანახვა ხან დაისის შემდეგ შეიძლება, ხან განთიადის წინ. იგი იმდენად ნათელი და კაშკაშაა, ხშირად ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო, ”მფრინავი თეფში”) ჰგონიათ. ვენერას თეთრი ღრუბლების სქელი ფენა ფარავს. ზედაპირზე ტემპერატურა 470C-ს აღწევს. მასზე ნაკლებადაა კოსმოსური სხეულის ნაკვალევი - კრატერები, რადგან კოსმოსური სხეულები უმეტესწილად ვენერას ატმოსფეროში შეჭრისთანახე იწვის მისი დიდი სიმკვრივის გამო. ზედაპირი დაფარულია ”ბებერი” ვულკანებითა და ლავით.
ვენერას წელიწადი დედამიწის 7.5 თვის ტოლია. იგი თავისი ღერძის გარშემო პლანეტების უმეტესობასთან შედარებით პირუკუ ტრიალებს. მეცნიერები ამ მოვლენის მიზეზს დამაჯერებლად ვერ ხსნიან. ვენერას ღერძული ბრუნვა რეკორდულად ნელია - მისი პედიოდი დედამიწის 243 დღე-ღამეს უდრის.მზის ირგვლივ ორბიტაზე 35020 მ/წმ სიჩქარით მოძრაობს. მისი დიამეტრი 12104 კმ -ია. მზის ირგვლივ ერთ ბრუნს ასრულებს 7 თვესა და 12 დღეში. აფელიუმში მზიდან 108 942 109 კმ -ით ( 0.728 231 28 ა.ე.) არის დაშორებული, პერიფელიუმში 107 476 259 კმ -ია ( 0.718 432 70 ), საშუალო მანძილი არის 108 208 930 კმ ( 0.723 332 ). ვენრას ორბიტა თითქმის წრეა, ექსცენტრისიტეტი 0.0068 უდრის.
მეცნიერები ვენერას დღესაც დიდი გულისყურით სწავლობენ. მის ზედაპირს სხვადასხვა დროს რამდენიმე კოსმოსური ავტომატური სადგური მიუახლოვდა. მათ დედამიწაზე პლანეტის შესახებ ინფორმაციები გადმოსცეს. სამწუხაროდ, პლანეტის სიმხურვალის გამო ეს სადგური მალე დაიწვა. ვენერას ატმოსფეროს ტემპერატურა 462 °C ( 735 °K ). წნევა 93 ატმოსფერო ( 9.3 მპა ). ატმოსფერო ძირითადად გოგირდმჟავის ორთქლისაგან შედგება. მის ზედაპირზე განუწყვეტლივ ქრის ქარი, რომლის სიჩქარე მერყეობს 270-დან 350 კილომეტრამდე საათში.
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
შემქმნელები leilafruidze — უკანასკნელი ცვლილება 2011-10-18 11:00
1. | გაკვეთილის მთავარი თემა: | აკაკი წერეთელი „განთიადი“ იდეურ–მხატვრული ანალიზი. |
2. | სწავლების საფეხური: | საბაზო. 1X კლასი. |
3. | მოსწავლეთა პროფილი | 12 მოსწავლე. არ არის ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე ბავშვი. |
4. | გაკვეთილის აქტუალობა: | გაკვეთილი დაეხმარება მოსწავლეებს შეძენილი ცოდნის და გამოცდილების ახალთან დასაკავშირებლად; მხატვრული ნაწარმოების სრულყოფილად გაგებისთვის; აღუძრავს მათ პოეზიისადმი სიყვარულს. |
5. | გაკვეთილის მიზნები: | 1.გამოვუმუშავო მოსწავლეებს გამომეტყველებითი კითხვის,კრიტიკული აზროვნების და გაბმული მეტყველების უნარ–ჩვევები; 2.დავეხმარო მათ ესთეტიკური და მხატვრული გემოვნების დახვეწაში; 3.გავუღვიძო წარსულისადმი და ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემა; 4.გამოვუმუშავო მათ ჯგუფში მუშაობის და შეფასების უნარი. |
6. | ე.ს.გ.გათვალი სწინებული შედეგები და ინდიკატორები: | 1.იყენებენ კითხვის სტრატეგიებს; (ქართ. IX.8.) 2.აღიქვამენ და ითვისებენ ახალ მასალას,პასუხობენ კითხვებს; 3.შეუძლიათ დაინახონ და იგრძნონ თავი ლირიკული გმირის ადგილას და განიცადონ ის, რასაც პოეტი გვთავაზობს; (ქართ.IX.6.) 4.შეუძლიათ მხატვრულ სახეებზე დაკვირვება,შედარების,მეტაფორის,გაპიროვნების მოძებნა და განმარტება; (ქართ.IX. 3.) 5მოსწავლე ავლენს მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის უნარს.(ქართ.IX.11.) |
7. | რესურსები და ტექნიკური საშუალებები: | სახელმძღვანელო,აკაკის და დიმიტრი ყიფიანის პორტრეტები,სქემა,რვეული,კალამი,ფოტოსლაიდები აკაკის, დიმიტრი ყიფიანის, მთაწმინდის, ცისკრის ვარსკვლავის და მტკვრის შესახებ. |
8. | წინარე ცოდნის გამოკითხვა: | აქტივობა––1. გონებრივი იერიში: –5 წთ. მოსწავლეებს კითხვებით გავახსენებ „ჩემი თავგადასავალს“, აკაკის ლექსებს რომლებიც წინა კლასებში ისწავლეს; რა გაიგეს ახალი აკაკის შესახებ იოსებ იმედაშვილის „ჩემი ცხოვრების წიგნიდან“, რომელიც წასკითხად ჰქონდათ მიცემული, მოვაყოლებ ლექსს გამომეტყველებით. |
9. | მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევა: | აქტივობა––2. კითხვა–პასუხი: –5 წთ. 1.როგორი მდგომარეობა იყო საქართველოში მე–19 ს–ის მიწურულს, როცა ეს ლექსი დაიწერა? 2.როგორ ექცეოდა მეფის რუსეთი გამარუსებელი პოლიტიკის მოწინააღმდეგეებს? 3.გაიხსენეთ, როგორ აღწერს აკაკი“ჩემი თავგადასავალში“ ცარიზმის პოლიტიკას–ქართველი მოსწავლეების გონებიდან ამოძირკვოს მშობლიური ენა; 4.ვაჩვენებ პოეტის შესახებ მომზადებულ სლაიდს და ვუსვამ კითხვებს . ხომ არ იცით ვინ დაიკრძალა პირველად მთაწმინდაზე? კიდევ ვინ უძღვნა ლექსები მთაწმინდას?... |
10. | გაკვეთილის მსვლელობა: | აქტივობა––3. მინი–ლექცია: –5წთ. როგორ ვერაგულად მოკლეს მეფის ოხრანკის წარმომადგენლებმა დიმიტრი ყიფიანი–„მტრის ურჩი რაინდი“.ვისუბრებ დიმიტრი ყიფიანის ღვაწლზე სამშობლოს წინაშე,მოვუყვები ნიცა ბაგრატიონი–წერეთლისას მოგონებას, როგორ უყვარდა აკაკის ეს ლექსი, რა გახდა ამ ლექსის დაწერის საბაბი, როგორი რეაქცია გამოიწვია „განთიადის“ წაკითხვამ ილიას იუბილეზე, პროექტორით ვუჩვენებ სურათს „მთაწმინდა და მთაწმინდელები“. აქტივობა––4. ლექსის ანალიზი კითხვა–პასუხის საშუალებით.–10 წთ. 1.რა არის აღწერილი ლექსის პირველ ოთხ სტროფში? 2.ვისი თვალით შევცქერით მთაწმინდის პეიზაჟს,ანუ ვინ არის ლექსის ლირიკული გმირი.პოეტი თუ წარმოსახვითი პერსონაჟი? 3.იცვლება თუ არა ლექსის ლირიკული გმირი ანუ ვის პოზიციას გადმოგვცემს ბრჭყალებში ჩასმული ტექსტი? 4. როგორ დაახასიათებდით ამ ლექსით გადმოცემულ განცდას? 5.რა ხერხს იყენებს პოეტი მთაწმინდის მხატვრული სახის შესაქმნელად? 6.რა არის „ცა–ფირუზ–ხმელეთ–ზურმუხტი“–შედარება თუ მეტაფორა? 7. მოძებნეთ ტექსტში მეტაფორის გამოყენების მაგალითები; 8.რამდენმარცვლიანია და როგორი რითმაა გამოყენებული ლექსში? 9.რომელია ცისკრის ვარსკვლავი და რა იცით მის შესახებ? აქტივობა––5. ჯგუფური სამუშაო–10 წთ. კლასს ვყოფ სამ ჯგუფად და ვაძლევ შესაბამის დავალებებს: პირველ ჯგუფს ვავალებ მხატვრული სახეების ამოწერას ლექსიდან; მეორე ჯგუფს–ტექსტის პერიფრაზირებას; მესამე ჯგუფს–შექმნან მთაწმინდის ასოციაციური რუკა. ვაკვირდები ჯგუფებში მუშაობას, საჭიროების შემთხვევაში ვაძლევ სათანადო მითითებებს. პრეზენტაცია –7 წთ. თითოეული ჯგუფის ნამუშევარს წარმოადგენს ჯგუფის მიერ არჩეული პრეზენტატორი. ვაკეთებ ნამუშევრების და პრეზენტაციის შეფასებას იმის მიხედვით , თუ როგორ გაიგეს მასალა.როგორ შეძლეს ამ მასალის დახარისხება და ანალიზი, რა წვლილი შეიტანეს ჯგუფის მუშაობაში.როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ჯგუფის წევრებს ერთმანეთთან. წინასწარ მაქვს შექმნილი განმავითარებელი შეფასების რუბრიკა,რის მიხედვითაც მოსწავლეებს მივანიჭებ , D((დაბალ), C(საშუალო), B(კარგ), ან A(საუკეთესო) ქულას. გამოვიყენებ“ სტრატეციას ვიცი–მინდა ვიცოდე–ვისწავლე“ საშინაო დავალება–3 წთ, ვავალებ ლექსის ანალიზს; გაეცნონ სახელმძღვანელოში მოცემულ რუბრიკას –„ეს საინტერესოა“; მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია ინტერნეტში დიმიტრი ყიფიანის ,აკაკის,მთაწმინდის,ცისკრის ვარსკვლავის,მტკვრის,მამადავითის ეკლესიის შესახებ,თუ ვინ უძღვნა მათ ლექსები,შეადარონ ისინი აკაკის „განთიადს“. |
Подписаться на:
Сообщения (Atom)