вторник, 18 октября 2011 г.

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა

შემქმნელები leilafruidze — უკანასკნელი ცვლილება 2011-10-18 11:00
1.

გაკვეთილის მთავარი თემა: აკაკი წერეთელი „განთიადი“  იდეურ–მხატვრული ანალიზი.

2. სწავლების საფეხური: საბაზო. 1X კლასი.
3. მოსწავლეთა პროფილი 12 მოსწავლე. არ არის ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე ბავშვი.



4. გაკვეთილის აქტუალობა: გაკვეთილი დაეხმარება მოსწავლეებს შეძენილი ცოდნის და გამოცდილების ახალთან დასაკავშირებლად; მხატვრული ნაწარმოების სრულყოფილად გაგებისთვის; აღუძრავს მათ პოეზიისადმი სიყვარულს.


5. გაკვეთილის მიზნები: 1.გამოვუმუშავო მოსწავლეებს გამომეტყველებითი კითხვის,კრიტიკული აზროვნების და გაბმული მეტყველების უნარ–ჩვევები;
2.დავეხმარო მათ ესთეტიკური და მხატვრული გემოვნების დახვეწაში;
3.გავუღვიძო წარსულისადმი და ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემა;
4.გამოვუმუშავო მათ ჯგუფში მუშაობის და შეფასების  უნარი.


6. ე.ს.გ.გათვალი
სწინებული შედეგები და ინდიკატორები:
1.იყენებენ კითხვის სტრატეგიებს; (ქართ. IX.8.)
2.აღიქვამენ და ითვისებენ ახალ მასალას,პასუხობენ კითხვებს;
3.შეუძლიათ  დაინახონ და იგრძნონ თავი ლირიკული გმირის ადგილას და განიცადონ ის, რასაც პოეტი გვთავაზობს; (ქართ.IX.6.)
4.შეუძლიათ მხატვრულ სახეებზე დაკვირვება,შედარების,მეტაფორის,გაპიროვნების მოძებნა და განმარტება; (ქართ.IX. 3.)
5მოსწავლე ავლენს მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის უნარს.(ქართ.IX.11.)

7. რესურსები და ტექნიკური საშუალებები: სახელმძღვანელო,აკაკის და დიმიტრი ყიფიანის პორტრეტები,სქემა,რვეული,კალამი,ფოტოსლაიდები აკაკის, დიმიტრი ყიფიანის, მთაწმინდის, ცისკრის ვარსკვლავის და მტკვრის შესახებ.

8. წინარე ცოდნის გამოკითხვა: აქტივობა––1.   გონებრივი იერიში:  –5 წთ.
მოსწავლეებს კითხვებით გავახსენებ „ჩემი თავგადასავალს“, აკაკის ლექსებს რომლებიც წინა კლასებში ისწავლეს; რა გაიგეს ახალი აკაკის შესახებ იოსებ იმედაშვილის „ჩემი ცხოვრების წიგნიდან“, რომელიც წასკითხად ჰქონდათ მიცემული, მოვაყოლებ ლექსს გამომეტყველებით.

9. მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევა: აქტივობა––2.   კითხვა–პასუხი:  –5 წთ.
1.როგორი მდგომარეობა იყო საქართველოში მე–19 ს–ის მიწურულს, როცა ეს ლექსი დაიწერა?
2.როგორ ექცეოდა მეფის რუსეთი გამარუსებელი პოლიტიკის მოწინააღმდეგეებს?
3.გაიხსენეთ, როგორ აღწერს აკაკი“ჩემი თავგადასავალში“ ცარიზმის პოლიტიკას–ქართველი მოსწავლეების გონებიდან ამოძირკვოს მშობლიური ენა;
4.ვაჩვენებ პოეტის შესახებ მომზადებულ სლაიდს და ვუსვამ კითხვებს .
ხომ არ იცით ვინ დაიკრძალა პირველად მთაწმინდაზე?
კიდევ ვინ უძღვნა ლექსები მთაწმინდას?...

10. გაკვეთილის მსვლელობა: აქტივობა––3.   მინი–ლექცია:  –5წთ.

როგორ ვერაგულად მოკლეს მეფის ოხრანკის წარმომადგენლებმა დიმიტრი ყიფიანი–„მტრის ურჩი რაინდი“.ვისუბრებ დიმიტრი ყიფიანის ღვაწლზე სამშობლოს წინაშე,მოვუყვები ნიცა ბაგრატიონი–წერეთლისას მოგონებას, როგორ უყვარდა აკაკის ეს ლექსი, რა გახდა ამ ლექსის დაწერის საბაბი, როგორი რეაქცია გამოიწვია „განთიადის“ წაკითხვამ ილიას იუბილეზე, პროექტორით ვუჩვენებ სურათს „მთაწმინდა და მთაწმინდელები“.

აქტივობა––4.    ლექსის ანალიზი კითხვა–პასუხის საშუალებით.–10 წთ.

1.რა არის აღწერილი ლექსის პირველ ოთხ სტროფში?
2.ვისი თვალით შევცქერით მთაწმინდის პეიზაჟს,ანუ ვინ არის ლექსის ლირიკული გმირი.პოეტი თუ წარმოსახვითი პერსონაჟი?
3.იცვლება თუ არა ლექსის ლირიკული გმირი ანუ ვის პოზიციას გადმოგვცემს ბრჭყალებში ჩასმული ტექსტი?
4. როგორ დაახასიათებდით ამ ლექსით გადმოცემულ განცდას?
5.რა ხერხს იყენებს პოეტი მთაწმინდის მხატვრული სახის შესაქმნელად?
6.რა არის „ცა–ფირუზ–ხმელეთ–ზურმუხტი“–შედარება თუ მეტაფორა?
7. მოძებნეთ ტექსტში მეტაფორის გამოყენების მაგალითები;
8.რამდენმარცვლიანია და როგორი რითმაა გამოყენებული ლექსში?
9.რომელია ცისკრის ვარსკვლავი და რა იცით მის შესახებ?

აქტივობა––5.   ჯგუფური სამუშაო–10 წთ.
კლასს ვყოფ სამ ჯგუფად და ვაძლევ შესაბამის დავალებებს:
პირველ ჯგუფს ვავალებ მხატვრული სახეების ამოწერას ლექსიდან;
მეორე ჯგუფს–ტექსტის პერიფრაზირებას;
მესამე ჯგუფს–შექმნან  მთაწმინდის ასოციაციური რუკა.
ვაკვირდები ჯგუფებში მუშაობას,  საჭიროების შემთხვევაში ვაძლევ სათანადო მითითებებს.

     პრეზენტაცია –7 წთ.
თითოეული ჯგუფის ნამუშევარს წარმოადგენს ჯგუფის მიერ არჩეული პრეზენტატორი.
ვაკეთებ ნამუშევრების და პრეზენტაციის შეფასებას იმის მიხედვით , თუ როგორ გაიგეს მასალა.როგორ შეძლეს ამ მასალის დახარისხება და ანალიზი, რა წვლილი შეიტანეს ჯგუფის მუშაობაში.როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ჯგუფის წევრებს ერთმანეთთან.
წინასწარ მაქვს შექმნილი განმავითარებელი შეფასების რუბრიკა,რის მიხედვითაც მოსწავლეებს მივანიჭებ , D((დაბალ), C(საშუალო), B(კარგ), ან A(საუკეთესო) ქულას.
გამოვიყენებ“  სტრატეციას  ვიცი–მინდა ვიცოდე–ვისწავლე“

      საშინაო დავალება–3 წთ,
ვავალებ ლექსის ანალიზს;
გაეცნონ სახელმძღვანელოში მოცემულ რუბრიკას –„ეს საინტერესოა“;
მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია ინტერნეტში დიმიტრი ყიფიანის ,აკაკის,მთაწმინდის,ცისკრის ვარსკვლავის,მტკვრის,მამადავითის ეკლესიის შესახებ,თუ ვინ უძღვნა მათ ლექსები,შეადარონ ისინი აკაკის „განთიადს“.

Комментариев нет:

Отправить комментарий