среда, 9 ноября 2016 г.

ინტელის ტრენინგის პორტფოლიო

პორტფოლიოს ბმული


    სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი  
ლეილა ფრუიძე
რაიონი
ცაგერი
სკოლა 
ღვირიშის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი

გაყიდული საქართველო
თემის შინაარსი 
მოსწავლეები შეისწავლიან ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედებას,მოიძიებენ და გაეცნობიან დეტალებს მისი ცხოვრებიდან, ყურადღებას მიაქცევენ, რამდენად მოახერხა ნიკო ლორთქიფანიძემ ქართველთა სატკივარის სამზეოზე გამოტანა, პარალელს გაავლებენ თანამედროვე საქართველოსთან,იმსჯელებენ დაკარგული ტერიტორიებისშესახებ.შექმნიან ილუსტრაციებს, ჩანახატებს,შეეცდებიან დაწერონ მოთხრობა, ესე. ბოლოს კი ჩვენი დახმარებით მოეწყობა ექსკურსია ნიკო ლორთქიფანიძის სახლმუზეუმში.
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
დონე/კლასი  
მე-8 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
3  თვე
თემის საფუძვლები
ქართ. აუდიტორიის წინაშე. VIII მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა
  • მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანმიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას;
  • საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად იყენებს ციტატებს სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან, სტატისტიკურ მონაცემებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან და ა.შ.

ქართ.VIII. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
  • ამოიცნობს და თავადაც იყენებს საშუალებებს (მაგ:მწერლის,საზოგადო მოღვაწის გამონათქვამების დამოწმება,მიმართვის ან გამოხატვის ფორმები და სხვა),რომლებიც შეესაბამება სხვადასხვაგვარ აუდიტორიასა და მიზნებს;
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
 ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.
 ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
 ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისთვის.
 ქართ. X. 12. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები

  • ინფორმაციის ეფექტიანად მოპოვება,კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება,ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
  • იდეების და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობით თუ სიტყვიერი ფორმით;
  • უნარ-ჩვევების განმსაზღვრელი დონის ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება ცოდნისა და კომპენტენტურობის ამღლების მიზნით;
  • მოსწავლეები შეძლებენ გამოხატონ საკუთარი იდეა და აზრი. მაგ:შექმნან ილუსტრაციები, დაწერონ ესე,მოთხრობა და ა.შ;
  • საკუთარი ცოდნისა და კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით შეძლებენ ინტერვიუს აღებას.
  • ისწავლიან პასუხისმგებლობის გზიარებას მუშაობის პროცესში;
  • მოსწავლეები დაეუფლებიან ციფრულ ტექნოლოგიებს, მათ გამოყენებას,როგორც ინფორმაციის კვლევის,ორგანიზების,შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალებას.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
  • საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობთ და როგორ ფიქრობთ,ხომ არ ვართ ,,გაყიდულები“?
თემატური კითხვები
  • რატომ დაარქვა ნიკო ლოქთქიფანიძემ თავის მინიატურას ,,იყიდება საქართველო“?
  • როგორ ფიქრობთ, ეს სატკივარი მარტო ნიკო ლორთქიფანიძემ მიიტანა გულთან თუ სხვაც ასე ფიქრობდა?
  • ვინ არის დამნაშავე სამშობლოს ამ მდგომარეობამდე მიყვანაში?
  • კიდევ რომელმა მწერალმა შეძლო ქვეყნის ამ მდგომარეობის ჩვენება და რომელ ნაწარმოებებში?
  • გვაწუხებს თუ არა იგივე პრობლემა დღესაც და რატომ?
შინაარსობრივი კითხვები
  • ვინ, როგორ და სად ყიდის საქართველოს?
  • რა მწარე დასკვნა გამოაქვს ნიკო ლორთქიფანიძეს?
  • რა მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებით შეძლო ნიკო ლორთქიფანიძემ თავისი სათქმელის გადმოცემა?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ











მოსწავლეებს ვუგზავნი წინასწარ შედგენილ კითხვებს და ვიღებ მათგან პასუხებს
გონებრივი იერიში
მეხმარება მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენაში,მათიმცდარი თუ სწორი შეხედულებების წინასწარ გაგებაში

მეხმარება მოსწავლეთა გამოწვევაში და მობილიზებაში,
ვიცი,ვისწავლე მინდა ვიცოდე

სქემის შევსება

მონიტორინგი

დისკუსიის შეფასების რუბრიკა

სქემის შეფასების რუბრრიკა
ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტში,მათი კლასიფიკაცია
სლაიდების,ბროშურების შექმნა
თვითშეფასების და ურთიერთშეფასების სქემები

დისკუსია

პრეზენტაცია
უკუკავშირი
ბლოგის შეფასების რუბრიკა
ესეს შეფასების რუბრიკა
შეფასების ინსტრუმენტები
მოსწავლეთა სწავლის საჭიროებების განსაზღვრა შემდეგი ეტაპისთვის
პრეზენტაცია

ბლოგი

ესე
გაზეთი

მოსწავლეთა მიერ საკითხის გაგები ს და უნარ-ჩვევების შემოწმებისთვის მეტაკოგნიტური აზროვნების წახალისება
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტის განმავლობაში გამოვიყენებ გამოკითხვას მოსწავლების მიერ  ე.ს.გ. განმსაზგვრელი კითხვების და სხვა მნისშვნელოვანი  საკითხების გაცნობიერების შესამოწმებლად . განვსაზღვრავ საბაზო ცოდნას აქტუალურ საჭიროებებს და დავეხმარები მატ გაიხსენონ, რა იციან ნიკო ლორტქიფანიძის შესახებ .,გამოვიყენებ ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე სქემას . მოსწავლეებს, ვთხოვ ,გამოიყენონ სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმივის და გეგმის განხორციელების დროს დაეხმარებათ. პრეზენტაციის მომზადებისას მოსწავლეებმა,ასევე უნდა გამოიყენონ პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის კრიტიკული აზროვნების და პროცესების შეფასეების ,სასწავლო პროცესის ანალიზისთვის სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე.მოცემული შესაძლოა მოიცავდეს ინტრუქციებს წერითი სამუშაოსთვის,პრაკტიკულიუ მუშაობის ჩანაწერებს,ჩამონათვალებს,გამოკითხვებს და რუბრიკებს.აღვწერტთ მოსწავლეთა მიერ შექმნილ პროდუქტებს, პრეზენტაციებს, წერილობით დოკუმენტებს,ან ეტაპობრივ შეფასებებს,რომელსაც განვახორციელებთ სასწავლო პროცესში.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლე უნდა ფლობდეს თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობის უნარს, ასევე უნდა შეეძლოთ ინფორმაციის მოძიება,მათი დალაგება-კლასიფიცირება.
სასწავლო პროცედურები
აქტ.1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა; სკოლის დირექტორთან და მშობლებთან შეთანხმება,მათი მოწვევა და პროექტის ძირითადი საკითხების გაცნობა;
 აქტ.2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული  მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემების  ჩამოაყალიბება;
 აქტ.3. ორგანიზაციული საკითხები:
•        ჯგუფების შექმნა;
•        ფუნქციების განაწილება;
•        კონკრეტული დავალებების მიცემა;
აქტ.4. მუშაობის დაწყება:



            მოსწავლეებს დავყოფ 4 ჯგუფად .დაყოფისას გამოვიყენებ მეთოდს ,, პასტელების ჯადოქრობა
გამოვიყენებ პასტელებს, მარკერებს ან სხვა საშუალებას,რომ მოსწავლეებმა დააწყვილონ ფერები ან ფერთა ჯგუფები.როდესაც მოსწავლეები თავიანთ ფერების მქონე პარტნიორს, ისინი იწყებენ აქტივობაზე მუშაობას.
         პირველი ჯგუფი იმუშავებს ნიკო ლორთქიფანიძის როგორც ნამდვილი რაინდის, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული მამულიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ცნობების მოპოვებაზე და პრეზენტაცას მოამზადებენ MS power-point-ში.
მეორე ჯგუფი გამოიკვლევს, თუ რამ გამოიწვია ტერიტორიების დაკარგვა, როდის დაიწყო ეს პროცესი და როგორ პოვა ასახვა ამან ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედებაში.
მესამე ჯგუფი გამოიკვლევს თემას:,,სამშობლოდან გადახვეწილთა განცდები და პრობლემები“,საინტერესო ისტორიების მიხედვით დაწერენ მოთხრობებს, ესეს, შექმნიან ჩანახატებს,გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
        მეოთხე ჯგუფის წევრები აიღებენ ინტერვიუებს დევნილთაგან ,ინტერნეტში მოიძიებენ ინფორმაციას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების რაოდენობის შესახებ,იტერვიუსთვის წინასწარ შეადგენენ კითხვებს.
აქტ.5.-შესრულებული სამუშაოს შეჯამება,აუდიტორიისთვის გაცნობა.კლასი მოძიებულ მასალას განათავსებს ბლოგზე.
აქტ.6.მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნიკო ლორთქიფანიძის ცხოვრების ამსახველი სლაიდების ჩვენება-განხილვა.
აქტ.7.პროექტის შეფასება.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                              









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
აღწერეთ, რა სახის დახმარება და ხელშეწყობა აქვთ მოსწავლეებს, მაგალითად, დამატებითი დრო სწავლისთვის, მოდიფიცირებული სასწავლო ამოცანები, მოდიფიცირებული დავალებები, ჯგუფური მუშაობა, დავალებების კალენდარი, ადაპტირებული ტექნოლოგიები, სპეციალისტების დახმარება. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების კომპონენტების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავისი ცოდნა (მაგალითად, ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად).

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

აღწერეთ დამატებითი დახმარების საშუალებები ენაზე მუშაობისთვის, მაგალითად, სასწავლო კურსი და ინდივიდუალური გაკვეთილები ბილინგვური მოსწავლეებისგან ან თემში მოხალისე მასწავლებლებისგან, ქართული ენის შემსწავლელთათვის. აღწერეთ ადაპტირებული მასალები, მაგალითად, ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრირებული ტექსტები, ორენოვანი ლექსიკონები, თარგმანის პროგრამები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების მეთოდების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავის ცოდნა, მაგალითად, შეფასების ფორმატში - მშობლიური ენის გამოყენება, ნაცვლად ქართულისა, ან ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
აღწერეთ სასწავლო გეგმის გაცნობის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, დამოუკიდებელი სწავლა; ასევე, მო სწავლეთა ცოდნის წარმოჩენის განსხვავებული მეთოდები, მაგალითად, რთული დავალებები, სიღრმისეული კვლევა, მოკვლევა მსწავლელის მიერ არჩეულ თემაზე, ღია დავალებები და პროექტები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომელსაც მოდულში გამოიყენებთ.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.